ფეხბურთი

16:19 | 17.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილი მშობლიურ ხონში სპორტული სკოლის აღსაზრდელებს შეხვდა
გიორგიმ ხონის მერისგან სამახსოვრო საჩუქარიც მიიღო

გიორგი მამარდაშვილი მშობლიურ მხარეს არ ივიწყებს. საქართველოს ნაკრების და ესპანური "ვალენსიას" ქართველი მეკარე შვებულებას მშობლიურ ხონში ატარებს.

21 წლის მეკარე მშობლიური ქალაქის სპორტული სკოლის აღსაზრდელებს შეხვდა.მამარდამ მათ თავისი გამოცდილება გაუზიარა და ბავშვებს ავტოგრაფები დაურიგა. ასევე, გიორგიმ ხონის მუნიციპალიტეტის მერისგან სამახსოვრო საჩუქარის მიიღო.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილი ესპანურ "ვალენსიას" გასულ სეზონში სარეზერვო გუნდისთვის შეუერთდა, მაგრამ სარეზერვო გუნდში არც უვარჯიშია და პირდაპირ ძირითადი გუნდის წევრი გახდა.

მამარდაშვილმა ლა ლიგის გასულ სეზონში 18 შეხვედრა ჩაატარა და 8-ჯერ კარი მშრალად შეინახა. გიორგი ორჯერ დასახელდა ტურის საუკეთესო მეკარედ და სამჯერ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი. მან, ასევე, 3 მატჩი ჩაატარა ესპანეთის თასზეც, მათ შორის ფინალური მატჩი "რეალ ბეტისის" წინააღმდეგ. ამჟამად, გიორგის სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონ ევროს შეადგენს.

0.116364