15:29 | 17.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილმა აპოელი დატოვა
ოქრიაშვილი თავისუფალი აგენტია

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა კვიპროსული "აპოელი" დატოვა. ინფორმაციას "აპოელის" ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

"ურთიერთშეთანხმების საფუძველზე თორნიკე ოქრიაშვილთან კონტრაქტი გაწყდა. სამომავლოს მას წარმატებებს ვუსურვებთ."-წერია "აპოელის" განცხადებაში.

თორნიკე ოქრიაშვილი "აპოელს" გასულ ზაფხულს "ანორთოსისიდან" შეუერთდა და განვლილ სეზონში 17 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა.

0.137765