ფეხბურთი

12:50 | 16.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

„სიტი“ კუკურელიათი დაინტერესდა

„მანჩესტერ სიტის“ „ბრაიტონის“ ნახევარმცველის, მარკ კუკურელიას გადაბირება სურს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

წყაროს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში „ქალაქელები“ „ბრაიტონს“ ოფიციალური წინადადებით მიმართავენ 23 წლის ესპანელის თაობზე. კუკურელია „სიტის“ დამრიგებლის, ხოსეპ გვარდიოლას პრიორიტეტული სამიზნე ყოფილა.

გასულ სეზონში „ბრაიტონის“ მაისურით კუკურელიამ 38 მატჩი გამართა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.126853