ფეხბურთი

12:20 | 16.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

გატუზოს „ვალენსიაში“ ვეას ხილვა სურს

„ლილის“ თავდამსხმელმა, ტიმოთი ვეამ, კარიერა შესაძლოა, „ვალენსიაში“ გააგრძელოს. მისით „ღამურების“ ახალი მთავარი მწვრთნელი, ჯენარო გატუზო დაინტერესდა - წერს ტვიტერში ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

წყაროს ინფორმაციით, გატუზო „ნაპოლის“ შემტევის, ვიკტორ ოსიმჰენის მსგავს ფეხბურთელს ეძებს და ყურადღება ვეაზე შეაჩერა. კლუბი უკვე შეუდგა „ლილთან“ მოლაპარაკებას ვეას იჯარის თაობაზე, გამოსყიდვის უფლებით.

შეგახსენებთ, რომ ტიმოთი „მილანის“ ლეგენდარული ფორვარდის, „ოქროს ბურთის“ მფლობელის, ჟორჟ ვეას ვაჟია. ჟორჟი ამჟამად ლიბერიის პრეზიდენტი გახლავთ.

0.135676