ფეხბურთი

20:16 | 15.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ანორთოსისი ქეცბაიას დაემშვიდობა
3-წლიანი მუშაობის შემდეგ ქეცბაიამ ანორთოსისი დატოვა

ფამაგუსტას "ანორთოსისის" გვერდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ თემურ ქეცბაიამ კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

ქართველმა სპეციალისტმა კვიპროსული გუნდი 3-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ დატოვა. ამ დროის განმავლობაში მან "ანორთოსისს 119 მატჩის განმავლობაში უხელმძღვანელა.

ბევრი რამ დაიწერა, იყო დაძაბულობის და უთანხმოების მომენტები, თუმცა რაც ყოველთვის გვაერთიანებდა, იყო "ანორთოსისი". ორივე მხარემ განიხილა შექმნილი სიტუაცია საუკეთესო გამოსავლის საპოვნელად. ქეცბაიას დამსახურება არის არა მხოლოდ გამარჯვებები და თასები, არამედ ის ემოციები, რომლებიც გვაერთიანებს. თავის მხრივ, თემურ ქეცბაია მადლობას უხდის კლუბის მენეჯმენტს და მთელს გუნდს დიდი მხარდაჭერისათვის და კლუბს უსურვებს წარმატებებს მომავალში. თემურ, შენ ჩვენი ისტორიის ფურცლები შენი ძლიერი ხასიათით შეავსე, წარმატებებს გისურვებთ კარიერაში - წერია "ანორთოსისის" ოფიციალურ განცხადებაში.

ტატო ნიკურაძე

0.131163