ჭიდაობა

19:46 | 15.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანრი ხოზრევანიძე და ვახტანგ ლოლუა ევროპის ჩემპიონები გახდნენ
2 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო ბუქარესტიდან

ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო ბუქარესტიდან. ბუქარესტში მიმდინარრ 17 წლამდელ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს ანრი ხოზრევანიძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ანრიმ ფინალურ შეხვედრაში აზერბაიჯანელი ვადატ გასიმლი 4:1 დაამარცხა.

ქართველი მოჭიდავე ასპარეზობაში მეოთხედფინალიდან ჩაერთო და მოლდოველი მაქსიმ სარმანოვი 9:0, უნგრელი პეტერ ტოტოკი 7:1 დაამარცხა.

დღესვე ფინალში იჭიდავა ავთანდილ მამალაძემ (60 კგ) და ფინალში აზერბაიჯანელ მაჰამედ გასამსადესთან 1:9 დამარცხდა.

გუშინ, ევროპის ჩემპიონის ტიტულ 14 წლის ვახტანგ ლოლუა დაეუფლა. საბა სურმანიძემ კი, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტატო ნიკურაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111742