კალათბურთი

15:35 | 15.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

მეომარი სპორტმენი - ბეტისი ბურჯანაძეს ემოციურად დაემშვიდობა
ბურჯანაძე ახალი კლუბის ძიებაშია

საკალათბურთო კლუბი "რეალ ბეტისი" ბექა ბურჯანაძეს დაემშვიდობა. კლუბმა დაადასტურა, რომ ქართველ მძიმე ფორვარდთან კონტრაქტის გაგრძელებას აღარ აპირებს.

28 წლის ბექა ბურჯანაძეს გასულ სეზონში ხშირი ტრავმები ჰქონდა, რის გამოც დიდი სათამაშო დრო არ მიეცა. ლიგა ენდესას გასულ სეზონში მან 24 შეხვედრა ჩაატარა და საშუალოდ 6.4 ქულა დ 3.6 მოხსნა მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 7.8 იყო.

მეომარი სპორტსმენი, ადამიანი, რომელიც მზადაა წარმატებისთვის ყველაფერი გაიღოს და უბრალოდ მაგარი ადამიანი და პიროვნება - სწორედ ამ სიტყვებით დაემშვიდობა "რეალ ბეტისი" ბექა ბურჯანაძეს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს ნაკრებს მალე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი ეტაპის ბოლო მატჩები ელის. ილიას ზუროსის გუნდი, რომელსაც მომდევნო ეტაპზე გასვლა განაღდებული აქვს, 1 ივლისს რიგაში უკრაინას დაუპირისპირდება, 4 ივლისს კი, ახალ დარბაზში ესპანეთს უმასპინძლებს.

ტატო ნიკურაძე

0.130215