ფეხბურთი

12:56 | 15.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ზივზივაძე ანკარაგუჯუს უახლოვდება
ბუდუ ზივზივაძე და გიორგი ბერიძე შესაძლოა ისევ თანაგუნდელები იყვნენ

საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ შესაძლოა კარიერა თურქულ "ანკარაგუჯუში" გააგრძელოს. ინფორმაციას თურქი სპორტული ჟურნალისტი ოსკარ ჯენგიზი საკუთარი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

როგორც ჟურნალისტი წერს, თურქულ კლუბსა და ქართველ თავდამსხმელს შორის მოლაპარაკებები ბოლო ეტაპზეა. მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ "ანკარაგუჯუს" გიორგი ბერიძე შეუერთდა, რომელიც ბოლოს "უიპეშტში" ბუდუ ზივზივაძესთად ერთად ირჯებოდა.

ბუდუმ გასული სეზონის მეორე ნახევარი "უიპეშტში" ჩაატარა და 12 მატჩში 11 გოლი გაიტანა.

"ანკარაგუჯუმ" თურქეთის ჩემპიონატის პირველი ლიგის განვლილ სეზონში პირველი ადგილი დაიკავა და მომავალ სეზონში სუპერლიგაში ითამაშებს.

ტატო ნიკურაძე

0.118161