ფეხბურთი

13:30 | 15.06.2022 | ნანახია NaN - ჯერ

მარკო როსი: "დარწმუნებული ვარ, როცა მოვკვდები, უნგრეთში ჩემ გამო წუთიერი დუმილი იქნება"

უნგრეთის ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და ინგლისის ნაკრებს სტუმრად 4:0 მოუგო. მატჩის შემდეგ უნგრელთა იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა მარკო როსიმ განაცხადა, რომ ეს გამარჯვება მისი გუნდისთვის რაღაც სასწაულთან ასოცირდება.

როსი დარწმუნებულია, რომ როცა მოკვდება, მის პატივსაცემად უნგრეთში წუთიერი დუმილი იქნება.

"დარწმუნებული ვარ, ინგლისი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ფავორიტებს შორისაა, ამიტომ ეს შედეგი ჩვენთვის რაღაც სასწაულია. ფეხბურთში სასწაული თუ ხდება, მისი გამეორება რთულია. შესაბამისად, ბედნიერები ვართ, მაგრამ მიწაზე ვრჩებით.

როცა ამ სამსახურს დავთანხმდი, უნგრეთის პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს ვუთხარი, რომ წასვლამდე მინდოდა ჩემი კვალი დამეტოვებინა. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ამის ნიშანი უკვე არსებობს. ადრე თუ გვიან, ყველა კვდება, ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი დემოკრატია სამყაროში. როცა მოვკვდები, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემ გამო უნგრეთის სტადიონებზე წუთიერი დუმილი იქნება. ეს ჩემთვის დიდი მიღწევაა", - აღნიშნა როსიმ.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთის ნაკრებმა ინგლისის ნაკრებს უნგრეთმა 10 დღის წინ ბუდაპეშტშიც მოუგო და ეს იყო უნგრელთა პირველი გამარჯვება ინგლისელთა წინააღმდეგ 1962 წლის შემდეგ, ხოლო ამჯერად სტუმრადაც აჯობა. ინგლისმა 1928 წლის შემდეგ შინ ყველაზე დიდი სხვაობით წააგო.

უნგრეთი ერთა ლიგაზე ჯგუფს, სადაც ინგლისის გარდა, გერმანია და იტალია არიან, ოთხი ტურის შემდეგ 7 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს. გავიხსენოთ, რომ ევრო 2020-ზე უნგრელები "სიკვდილის ჯგუფში" იყვნენ, გერმანიასთან, საფრანგეთთან და პორტუგალიასთან ერთად, მაგრამ ჯგუფიდან გასასვლელად რამდენიმე წუთი დააკლდათ, როცა ბოლო ტურში გერმანიას ამარცხებდნენ და ბოლო წუთზე გაშვებული გოლით ჯგუფში ჩარჩნენ.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:53 | 09.09.2023
Kobe Bean (21723)

პეკატაც მოტყდა ნაკრებიდან თუმცა ეგ უკეთესიცაა,ბრუნო ჩაჯდა.2 ნახევარცმველიანში ბრუნო უკეთესია

16:46 | 09.09.2023
Kobe Bean (21723)

ცენტრფორვარდი არ ყავს ბრაზილიას კარგი,დანარჩენი შეუძლია ძლიერი ნაკრების გამოყვანა.ანტონის დედისხვნაც გასათვალისწინებელია,ეგეც გამოაკლდათ.კაზემირო-ბრუნო ცენტრში კარგია,ვინიციუსი ნეიმარი რაფინიაც კარგი შეტევაა და რიჩარლისონია სუსტი.რაფინიაც ნაცვლად როდრიგოს დაყენებაც შეიძლება

16:48 | 09.09.2023
Kobe Bean (21723)

ჟეზუსიც სუსტია თორემ ეგეც შეიძლება ცხრიანზე.მარტინელი ვერ მოხვდება ამ გუნდში,ვინიციუსი შეუცვლელი მარცხენა ვინგია დღეს

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06958