ფეხბურთი

14:05 | 15.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი გერმანიასთან 2:5 წაგებაზე: "მეგონა, რომ ასე ჯერ კიდევ საშინაო მატჩში წავაგებდით"

იტალიის ნაკრებმა გერმანიასთან სამარცხვინო მარცხი განიცადა - 2:5. „სკუადრა აძურა“ 78-ე წუთამდე 0:5-ს აგებდა და ბოლოს შეძლო ანგარიშის შემცირება. რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ ეს იმ რთული გზის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც ახლა მისი გუნდი გადის.

„ვფიქრობ, წაგება არავის ახარებს, 2:5 მითუმეტეს. სამწუხაროდ, ამ გზაზე, რომელსაც გავდივართ, ასეთებიც შეიძლება მოხდეს, ეს გზის ნაწილია. თავიდან თავს ძალიან ცუდად ვიცავდით, მაგრამ ბოლოს რეაქცია გამოვავლინეთ, ამიტომ, დადებითი რაღაცებიც დავინახე. მიდგომა სრულიად არასწორი გვქონდა, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ 2-3 კარგი რაღაც დავინახე. ნიონტომ პირველი გოლი გაიტანა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო, სკალვინიმ შესანიშნავად ითამაშა.

ჩვენ ახლა კარგი პერიოდი გვაქვს, რადგან სიმართლე გითხრათ, მეგონა, რომ გერმანიასთან ჯერ კიდევ სახლში გამართულ მატჩში წავაგებდით 0:2, 0:3 ან 0:4 ანგარიშით. თუმცა, განვლილ სამ ტურში 5 ქულა გვქონდა, რაც ნიშნავს, რომ საქმე კარგად გავაკეთეთ. გრძელი გზაა გასავლელი და მსგავსი რაღაცები მოხდება, რასაც უნდა შევეგუოთ, მაგრამ შეგვიძლია, რომ უფრო ძლიერი გუნდი გავხდეთ, ახლა კი გერმანია აშკარად ჩვენზე ძლიერია. მე ახლა უფრო პოზიტიურად ვარ განწყობილი, ვიდრე ინგლისთან ან გერმანიასთან საშინაო ფრის შემდეგ“, - თქვა მანჩინიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებს ერთა ლიგაზე ოთხი ტურის შემდეგ 5 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.

0.114881