ფეხბურთი

11:31 | 15.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნიონტო იტალიის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე გახდა

იტალიის ნაკრებმა ერთა ლიგის მეოთხე ტურში გერმანიასთან 2:5 წააგო, მაგრამ ეს მატჩი ვილფრიდ ნიონტოსთვის დაუვიწყარი იქნება.

„სკუადრა აძურას“ ახალმა სახემ სადებიუტო გოლი გაიტანა და იტალიის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვინც გოლი გაიტანა. ნიონტომ ამის გაკეთება 18 წლისა და 222 დღის ასაკში შეძლო.

ძველი რეკორდი ბრუნო ნიკოლეს ეკუთვნოდა, რომელმაც 1958 წელს 18 წლისა და 259 დღის ასაკში მოახერხა იტალიის ნაკრებში გოლის გატანა.

ვილფრიდ ნიონტო „ინტერის“ აკადემიის აღზრდილია, თუმცა ამჟამად შვეიცარიაში, „ციურიხის“ ღირსებას იცავს. 18 წლის ფეხბურთელს იტალიის ნაკრებში 4 მატჩი დაუგროვდა და გოლის გარდა, ერთხელ საგოლე პასი გააკეთა. მას დებიუტი 10 დღის წინ, გერმანიასთან საშინაო მატჩში ჰქონდა (1:1) და მაშინ აქტივში საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112686