შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგისა და კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წინასწარი წილისყრა გაიმართება. შესაბამისად, ქართული გუნდების პოტენციური სავარაუდო მეტოქეები გაირკვა.
„დინამო ბათუმი“ ბრატისლავის „სლოვანის“ დამარცხებას თუ მოახერხებს, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ამ სამი წყვილიდან ერთ-ერთს შეხვდება:
„დინამო“ (ხორვატია)
„ლეხი“ (პოლონეთი) – „ყარაბაღი“ (აზერბაიჯანი)
„ტობოლი“ (ყაზახეთი) – „ფერენცვაროში“ (უნგრეთი)
„დინამო თბილისი“ კონფერნეს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლების შემთხვევაში ამ ხუთი მეტოქიდან ერთ-ერთს დაუპირისპირდება:
„ქონიასპორი“ (თურქეთი)
„ზირა“ (აზერბაიჯანი)
„არარატ-არმენია“ (სომხეთი)
„კიშვარდა“ (უნგრეთი)
„ვლაჟნია“ (ალბანეთი)
გორის „დილას“ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ამ გუნდებიდან ერთ-ერთან თამაში მოუწევს:
„ვიკინგი“ (ნორვეგია)
„აიკ“ (შვედეთი)
„რაკუვი“ (პოლონეთი)
„პანევეზისი“ (ლიეტუვა) – „მილსამი“ (მოლდოვა)
„ვლამიერა“ (ლატვია)
თბილისის „საბურთალოს“ კი წარმატების შემთხვევაში ქვემოთ ჩამოთვლილ მეტოქეთაგან ერთ-ერთან თამაში მოუწევს:
„სტიაუა“ (რუმინეთი)
„ჰაპოელი“ (ისრაელი)
ცსკა (ბულგარეთი)
„ალაშკერტი“ (სომხეთი) – „ჰამრუნი“ (მალტა)
„ნეფტჩი“ (აზერბაიჯანი)
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა დღეს თბილისის დროით 14:00 საათზე, ხოლო კონფერნეს ლიგის 15:00 საათზე დაიწყება.