იტალიის სერია A-ს ფინალურ სერიაში „ვირტუს ბოლონიამ“ მესამე მატჩი წააგო და ძალიან რთულ მდგომარეობაშია.
თორნიკე შენგელია მოედანზე საუკეთესო იყო, ქართველმა კალათბურთელმა 30 წუთში 21 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 12-დან 7 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
შენგელია „მილანის“ კალათბურთელ შევონ შილდსთან ერთად თამაშის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო. თუმცა, მისი შესანიშნავი თამაშის საკმარისი არ გამოდგა იმისთვის, რომ სერჯო სკარიოლოს გუნდს არ წაეგო.
„ოლიმპია მილანომ“ 77:62 იმარჯვა, განსაკუთრებით შთამბეჭდავად ლომბარდიელებმა მეოთხე პერიოდი ჩაატარეს, რომელშიც 22:7 იმარჯვეს და სწორედ ამ 15-ქულიანი უპირატესობით მოიგეს.
„ვირტუს ბოლონია“ სერიაში 1:3 მარცხდება და მომდევნო შეხვედრა 16 ივნისს, ბოლონიაში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ „ვირტუსმა“ მიმდინარე სეზონში ევროთასი უკვე მოიგო.