ინგლისური „ბარნლის“ მთავარ მწვრთნელად ვინსენ კომპანი დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
კომპანი ბოლო ორი წლის განმავლობაში ბრიუსელის „ანდერლეხტის“ თავკაცი იყო, რომელიც რამდენიმე დღის წინ დატოვა. „ბარნლი“ პრემიერლიგიდან გავარდა და მომდევნო სეზონს ჩემპიონშიფში გაატარებს.
„ეს ისტორიული კლუბია და ჩემთვის აქ მუშაობა პატივია. მოუთმენლად ველოდები მუშაობის დაწყებას. მსურს, კლუბის წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო“, - თქვა კომპანიმ.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელობისას ვინსენ კომპანი წლების განმავლობაში „მანჩესტერ სიტის“ კაპიტანი იყო და ინგლისურ ფეხბურთს კარგად იცნობს.