ფეხბურთი

13:51 | 14.06.2022 | ნანახია 538 - ჯერ

„ბაიერნმა“ მესამედ მიმართა „ლივერპულს“ მანეს თაობაზე

მიუნხენის „ბიერნმა“ მესამედ მიმართა „ლივერპულს“ სადიო მანეს ტრანსფერის თაობაზე - გვამცნობს Bild.

წყაროს ინფორმაციით, გერმანული კლუბი მერსისაიდელებს 30 წლის სენეგალელში 35 მილიონ ევროს შესთავაზებს, პლუს 5 მილიონი ბონუსის სახით, მას შემდეგ, რაც მანე გარკვეული რაოდენობის გოლებს გაიტანს.

ცოტა ხნის წინათ, „ლივერპულმა“ მანეს სატრანსფერო ფასი 50-დან 41 მილიონ ევრომდე დასწია, რაც გერმანელების შეთავაზებასთან უფრო ახლოსაა და შეიძლება მოილაპარაკონ კიდეც.

ბრიტანული ტაბლოიდები წერენ, მანე ბავარიელებთან 3-წლიან კონტრატქს მოაწერს ხელს, ხოლო ტარნსფერის შესახებ მომავალ კვირას გამოაცხადებენო.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:36 | 24.04.2022
KoRBeN DaLLaS (24842)

რასაც ჩვენი დინამო შვრებოდა 90-იანებში ))
ჯერ რა იყო ბუნდესლიგა და ბოლო ათი წელია საერთოდ მასხარაობად გადაიქცა. მანამდე დორტმუნდი, ვერდერი, შტუტგარტი, ვოლფსბურგი ეცილებოდნენ ბავარიას საჩემპიონო სინში, ლევერკუზენს და შალკეს სტაბილურად ძლიერი გუნდები ჰყავდათ...

0.065537
538