გარეთ ბეილი მადრიდის „რეალს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაემშვიდობა და ჟურნალისტებს თავისი მომავლის თაობაზე ესაუბრა.
„ჩემი მომავლის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. ვიცი, რომ ვარიანტები არსებობს, მაგრამ ჯერ უნდა დავფიქრდე და შევაფასო, რომელი მიჯობს. მთავარია შემოდგომაზე მსოფლიო ჩემპიონატისთვის კარგ ფორმაში ვიყო. ამიტომ საკითხი ოჯახთანაც უნდა განვიხილო და ფიტნეს-მწვრთნელთანაც.
არ მგონია, რომ ჩემი მომავალი კლუბის სტატუსს რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს. ვიცი, რომ არასოდეს დავკარგავ იმ უნარებს, რომლებიც ბურთთან მიმართებაში მაქვს.“ - ციტირებს ბეილის სიტყვებს Diario Sport.
შეგახსენებთ, რომ უელსის ნაკრები, რომლის კაპიტანიც ბეილია, 1958 წლის შემდეგ პირველად მოხვდა მსოფლიო ჩემპიონატზე.