ფეხბურთი

11:19 | 14.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბელოტი ბერლუსკონისთან მიდის?

იტალიის ნაკრების თავდამსხმელი, ანდრეა ბელოტი, ზაფხულში „ტორინოს“ დატოვებს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

ბელოტი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაემშვიდობება, რადგან ტურინულ კლუბთან კონტრაქტის ვადა წლეულს 30 ივნისს ეწურება და გახანგრძლივებას არ აპირებს.

დიდი ალბათობით, ბელოტი სილვიო ბერლუსკონის „მონცაში“ გადავა, რომელიც წლეულს აღზევდა იტალიის სერია A-ში. კლუბმა უკვე დაიწყო 28 წლის ფორვარდთან მოლაპარაკებები.

ბელოტი „ტორინოში“ 2015 წლიდან თამაშობს.

0.115945