ფეხბურთი

10:52 | 14.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ნაპოლის“ სირიგუს გადაბირება სურს

„ნაპოლი“ 35 წლის იტალიელ მეკარე სალვატორე სირიგუს წარმომადგენლებთან აწარმოებს მოლაპარაკებას ტრანსფერის თაობაზე. სირიგუს „ჯენოასთან“ კონტრაქტი წლეულს, 30 ივნისს ეწურება - წერს საკუთარ ვებ-გვერდზე ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.

წყაროს ინფორმაციით, „ნაპოლის“ ძირითადი მეკარე მომავალ სეზონში ალექს მარეტი იქნება, რომელსაც გარკვეული მატჩები შარშან ტრავმის გამო გაუცდა.

თუ სირიგუსთან მოლაპარაკება ვერ მოხერხდა, მაშინ ნეაპოლელები კარის დარაჯს უცხოეთში მოძებნიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107218