ფეხბურთი

1:06 | 14.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრალიამ პერუ დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს

ავსტრალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს. გრეჰემ არნოლდის გუნდმა პლეი-ოფის ფინალში პერუს ნაკრები დაამარცხა.

სასწორზე ძალიან მნიშვნელოვანი რამ იდო და ბუნებრივია, რომ გუნდები რისკზე არ მიდიოდნენ. საბოლოოდ, 120 წუთი ისე მიილია, რომ გოლი არ გასულა და ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა.

ავსტრალიელებმა პირველივე პენალტი გააცუდეს და ეს პერუსთვის თითქოს შანსი იყო, მაგრამ ლუის ადვინკულამ ვერ ივარგა და ძირითადი 5-5 პენალტის შემდეგ ანგარიში თანაბარი იყო (4:4). საბოლოოდ, ავსტრალიამ პენალტების სერია 5:4 მოიგო და მუნდიალზე გავიდა.

ავსტრალიის ნაკრები ისტორიაში მეხუთედ ითამაშებს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. ის D ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები საფრანგეთის, დანიისა და ტუნისის ნაკრებები იქნებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113239