ფეხბურთი

22:43 | 13.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

მარსელო: "რეალიდან" თავაწეული მივდივარ"

მარსელო მადრიდის „რეალს“ სპეციალური პრესკონფერენციით დაემშვიდობა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა თქვა, რომ კლუბიდან თავაწეული მიდის, მაგრამ თუ მომავალში „რეალის“ წინააღმდეგ თამაში მოუწევს, მისთვის ეს პრობლემა არ იქნება.

„ეს ბრწყინვალე თავგადასავალი იყო. დღეს აქედან მივდივარ, როგორც ფეხბურთელი, რომელმაც კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი ტიტული მოიგო. მადლობას ვუხდი ჩემს თანაგუნდელებს, მწვრთნელებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც კულისებს მიღმა მუშაობს. განსაკუთრებული მადლობა რაულს, რომელიც აქ მოსვლისას ძალიან დამეხმარა და ჩემთვის სამაგალითო იყო. თავაწეული მივდივარ, ეს არ არის დამშვიდობება, არ ვგრძნობ, რომ მადრიდს ვტოვებ. ამ 16 წლის განმავლობაში ყოველდღე ვიღვიძებდი მსოფლიოს საუკეთესო ყოფნის ხალისით. ჩემმა შვილებმა დაინახეს, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ვთამაშობდი.

არც იმას ვფიქრობ, რომ „რეალის“ წინააღმდეგ თამაში ჩემთვის პრობლემა იქნება, მე დიდი პროფესიონალი ვარ. ამ სეზონში ძალიან ცოტა ვითამაშე, მაგრამ თამაშის გარეშეც თავს გუნდისთვის სასარგებლოდ ვგრძნობდი, ვიგრძენი პასუხისმგებლობა გასახდელის წინაშე. იყო მომენტი, როცა ანჩელოტიზე ძალიან გავბრაზდი, მაგრამ მეორე დღეს ერთმანეთს ჩავეხუტეთ“, - თქვა მარსელომ.

შეგახსენებთ, რომ მარსელო „რეალის“ ღირსებას 2007 წლის იანვრიდან იცავდა და 546 მატჩში 38 გოლი გაიტანა. ბრაზილიელი მადრიდული გრანდის ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135744