ფეხბურთი

17:38 | 13.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ცვლილებები წესებში: 5 შეცვლა საბოლოოდ დამტკიცდა, შეიძლება აუტის ფეხით ჩაწოდებაც დამტკიცდეს

ფეხბურთის წესებში ცვლილებები მოხდა. ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციის საბჭომ (IFAB) საბოლოოდ დაამტკიცა 5 შეცვლა.

5 შეცვლის უფლება გუნდებს თავდაპირველად დროებით პანდემიის პერიოდში მიენიჭათ, მაგრამ ამჯერად, გადაწყვეტილება საბოლოოა და ნებისმიერ დონეზე ნებისმიერ გუნდს 5 შეცვლის უფლება ექნება. თუმცა, განსაზღვრულ მონაკვეთებში: შესვენებაზე ან თამაშის მიმდინარეობისას მაქსიმუმ სამი პაუზით (როგორც ახლა). ამრიგად, ამიერიდან ეს ცვლილება ძალაში სამუდამოდ შევიდა.

გარდა ამისა, დამტკიცდა, რომ გუნდებს სათადარიგო სკამზე 12 ფეხბურთელის ნაცვლად 15 ფეხბურთელის ყოლის უფლება მიეცემათ.

დოჰაში IFAB-სა და ფიფას კონგრესზე სხვა ცვლილებებიც განიხილეს. მაგალითად, დღის წესრიგში დადგა აუტების ხელის ნაცვლად ფეხით ჩაწოდების საკითხი. ასევე განიხილება ავტომატური თამაშგარის სისტემის დანერგვა, რაც ფიფამ უკვე დატესტა კიდეც. ჯერჯერობით, ეს ორი საკითხი გადაწყვეტილი არაა, მაგრამ მხარეები მასზე მუშაობენ.

თეგებიფიფაIFAB
0.114878