ფეხბურთი

16:07 | 13.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბენფიკამ" ნუნიესის "ლივერპულში" ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა

ლისაბონის „ბენფიკამ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ დარვინ ნუნიესი კარიერას „ლივერპულში“ გააგრძელებს. ურუგვაელი ფეხბურთელი „წითლებთან“ კონტრაქტს 2028 წლამდე გააფორმებს.

ინგლისელებს ნუნიესის ტრანსფერი ბონუსების ჩათვლით 100 მილიონი ევრო დაუჯდათ, რითაც ის კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა.

22 წლის დარვინ ნუნიესმა კარიერა „პენიაროლში“ დაიწყო, შემდეგ „ალმერიაში“ ითამაშა, ხოლო „ბენფიკაში“ 2020 წლიდან ირჯებოდა და 85 შეხვედრაში 48 გოლი გაიტანა.

0.118656