ფეხბურთი

14:52 | 13.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი: "კვარაცხელია რაფაელ ლეაოს ჰგავს"

იტალიის ნაკრებისა და „მილანის“ ყოფილმა მცველმა კრისტიან ძაკარდომ, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ტრანსფერის შუამავალი იყო, ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა განაცხადა, რომ ხვიჩას სერია A-ში კარგად თამაში ნამდვილად შეუძლია.

„კვარაცხელიას ორი წელია ვიცნობ, მას დიდი ხანია ვაკვირდები. მნიშვნელოვანი თვისებები აქვს და ვფიქრობ, იტალიაში კარგად თამაში შეუძლია, თუნდაც ადაპტაციისთვის გარკვეული დრო დასჭირდეს. მარცხენა გარემარბია, მაგრამ მემარჯვენეა. ყველაზე მეტად მასში ის მაოცებს, რომ თუ ერთი დრიბლინგი არ გამოუვიდა, მაშინვე მეორეს გაკეთებას ცდილობს. ძლიერი ხასიათი აქვს და ყველა გააჩნია საიმისოდ, რომ თავი დაიმკვიდროს. ყველაზე მეტად რაფაელ ლეაოს ჰგავს, მაგრამ ვფიქრობ, შეუძლია საკუთარი გზით იაროს“, - თქვა ძაკარდომ.

შეგახსენებთ, კრისტიან ძაკარდო 2006 წელს იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ხვიჩა კვარაცხელია კი „ნაპოლის“ რამდენიმე კვირაში შეუერთდება და იტალიურ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

0.113063