ფეხბურთი

16:50 | 13.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგაზე "დინამო ბათუმის" ხუთი სავარაუდო მეტოქე ცნობილია

2022-2023 წლების სეზონის დასაწყისი ნელ-ნელა ახლოვდება. 14 ივნისს, ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება და შესაბამისად, გაირკვევა საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, „დინამო ბათუმის“ მეტოქეც.

თუმცა, დღეს სავარაუდო მეტოქეთა ჩამონათვალი ხუთამდე შემცირდა. ამრიგად, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გია გეგუჩაძის გუნდს თამაში ამ ხუთი გუნდიდან ერთ-ერთთან მოუწევს.

„დინამო ბათუმის“ სავარაუდო მეტოქეები:

„ყარაბაღი“ (აზერბაიჯანი), „შერიფი“ (მოლდოვა), „სლოვანი“ (სლოვაკეთი), „ლინკოლნი“ (გიბრალტარი), „შემროკ როვერსი“ (ირლანდია).

აღსანიშნავია, რომ „დინამო ბათუმი“ განუთესავია და შესაბამისად, განთესილ მეტოქეს შეხვდება. 14 ივნისს, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაა, ხოლო 15 ივნისს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შედგება.

პირველი ეტაპის მატჩები 5/6 და 12/13 ივლისს გაიმართება. საგულისხმოა, რომ „დინამო ბათუმი“ პირველ წრეს თუ დაძლევს, როგორც მინიმუმ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობის უფლებას გაინაღდებს (ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მარცხის შემთხვევაშიც). აი, პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თუ დამარცხდება, კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიციო ეტაპზე გადაერთვება და იქ ჯგუფში მოსახვედრად პლეი-ოფის სამი სტადიის დაძლევა მოუწევს. შეგახსენებთ, რომ "დინამო ბათუმი" გასულ სეზონში საქართველოს ჩემპიონი პირველად გახდა და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველად მონაწილეობს.

0.113882