ფეხბურთი

11:01 | 13.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი, რომელიც 4 დღის წინ მოხსნეს, "სლოვანში" მთავარ მწვრთნელად დაბრუნდა

საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი „სლოვანში“ დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც ოთხი დღის წინ სლოვაკურმა კლუბმა კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ გაავრცელა ცნობა, გამოცდილი სპეციალისტი მალევე დააბრუნეს.

ბრატისლაველთა განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეებმა კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ ისაუბრეს და გადაწყვიტეს, რომ თანამშრომლობა გაეგრძელებინათ. მათ შეაფასეს გასული სეზონი, მიმდინარე პროცესები და დაგეგმეს მომდევნო სეზონის პრიორიტეტები. ამრიგად, მომდევნო სეზონში „სლოვანს“ ისევ ვაისი გაწვრთნის.

ვლადიმირ ვაისმა „სლოვანი“ 2021 წლის მაისში ჩაიბარა და გუნდი სლოვაკეთის ჩემპიონი ორჯერ გახადა, გარდა ამისა, კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც გაიყვანა, სადაც ბრატისლაველებმა 6 მატჩში 8 ქულა აიღეს.

სწორედ ვაისმა წაიყვანა „სლოვანში“ გასულ ზაფხულს გურამ კაშია და ჯაბა კანკავა, რომლებსაც სლოვაკურ გუნდთან კონტრაქტი მიმდინარე ზაფხულს ეწურებათ.

0.112239