ავტოსპორტი

1:07 | 13.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

რედ ბულის დუბლი და ფერარის კრახი ბაქოში

მსოფლიო ჩემპიონმა მაქს ფერსტაპენმა დღეს აზერბაიჯანის დიდი პრიზის რბოლა მოიგო და მიმდინარე სეზონში ლიდერის პოზიცია გაიმყარა. მან და სერხიო პერესმა „რედ ბულს“ დუბლი მოუპოვეს. ეს იმ დროს, როდესაც „ფერარი“ უქულოდ დარჩა - მისმა შარლ ლეკლერმა და კარლოს საინსმა, ტექნიკური პრობლემების გამო ვერ შეძლეს რბოლის დასრულება.

ჰოლანდიელმა მექსიკელ თანაგუნდელს ფინიშთან 20.8 წამით მიასწრო. პერესს, ვინც სტარტზევე შეძლო ლეკლერის გასწრება, გუნდმა სთხოვა, რომ ფერსტაპენთან ლიდერის პოზიციისთვის არ ებრძოლა. საინსი მე-10 წრეზე გაჩერდა - მის მანქანაზე ჰიდრავლიკა დაზიანდა. 10 წრის შემდეგ კი ლეკლერიც გაჩერდა, ვისაც წინასწარი მონაცემებით, ძრავმა უმტყუნა.

ჯორჯ რასელმ მესამე ადგილი დაიკავა. ამ სეზონში მას ყველა რბოლა ტოპ ხუთეულში აქვს დამთავრებული. მან ისევ აჯობა ტიტულოვან თანაგუნდელ ლუის ჰამილტონს, ვისაც ზურგის პრობლემები აქვს და ამის გამო, შეიძლება კანადაში ვერ იასპარეზოს.

ფერსტაპენმა პირველ რვა რბოლაში, უკვე მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. ის ბაქოს ექვსი რბოლის მეექვსე გამარჯვებულია. ამ მოგებით, მან უახლოეს მდევართან უპირატესობა 21 ქულამდე გაზარდა. ოღონდ, ეს მდევარი ლეკლერი კი არა, უკვე პერესია. მონაკოელი ლიდერს 34 ქულით ჩამორჩა.

წარუმტებელი სტარტის შემდგ, პერესს ფერსტაპენის შეკავება უწევდა. მერე კი, საინსის გაჩერების გამო, ტრასაზე ვირტუალური უსაფრთხოების რეჟიმის ამოქმედებისას, პიტ სტოპი შეასრულა, რამაც პერესთან უპირატესობა მოაპოვებინა და მან ლიდერობა დაიბრუნა. თუმცა, რბოლის სათავეში დიდხანს ვერც ის დარჩა.

პერესს ბაქოს რბოლის მეორედ მოგების შანსი ჰქონდა, მაგრამ გუნდმა სთხოვა, თანაგუნდელისთვის წინააღმდეგობა არ გაეწია და მანაც ეს თხოვნა შეასრულა. ჰოლანდიელმა ლიდერობა ლეკლერის გავარდნის შემდეგ იგდო ხელთ და აქედან მოყოლებული, წინ აღარავინ გაუშვა.

აზერბაიჯანის დიდი პრიზი

ბაქო, დისტანცია 306.049 კმ (6.003 კმ, 51 წრე)

  1. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:34'05.941
  2. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 20.823
  3. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 45.995
  4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1'11.679
  5. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1'17.299
  6. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1'24.099
  7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 1'28.596
  8. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1'32.207
  9. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1'32.556
  10. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1'48.184
  11. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 1 წრე
  12. ალექს ელბონი (ტაილანდი, უილიამსი) 1 წრე
  13. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1 წრე
  14. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 1 წრე
  15. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 1 წრე
  16. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 5 წრე
  17. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 20 წრე
  18. გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 28 წრე
  19. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 30 წრე
  20. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 43 წრე

უსწრაფესი წრე: სერხიო პერესი - 1:46.046 (36-ე წრე)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. მაქს ფერსტაპენი - 150 ქულა; 2. სერხიო პერესი - 129; 3. შარლ ლეკლერი - 116; 4. ჯორჯ რასელი - 99; 5. კარლოს საინსი - 83; 6. ლუის ჰამილტონი - 62; 7. ლანდო ნორისი - 50; 8. ვალტერი ბოტასი - 40; 9. ესტებან ოკონი - 31; 10-11. პიერ გასლი და ფერნანდო ალონსო - 16; 12-13. კევინ მაგნუსენი და დანიელ რიკარდო - 15; 14. სებასტიან ფეტელი - 13; 15. იუკი ცუნოდა - 11; 16. ალექს ელბონი - 3; 17. ლანს სტროლი - 2; 18. გუანიუ ჟოუ - 1; 19. მიკ შუმახერი, ნიკოლას ლატიფი და ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ასტონ მარტინი) – 0.

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. რედ ბული - 279 ქულა; 2. ფერარი - 199; 3. მერსედესი - 161; 4. მაკლარენ-მერსედესი - 65; 5. ალპინ-რენო - 47; 6. ალფა რომეო-ფერარი - 41; 7. ალფატაური-რედ ბული - 27; 8. ჰაას-ფერარი - 15; 9. ასტონ მარტინ-მერსედესი - 15; 10. უილიამს-მერსედესი - 3.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128571