ფეხბურთი

23:18 | 12.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

გეორგი ივანოვი: "ფეხბურთელებმა თავდადებით ითამაშეს და აჩვენეს, რომ არასდროს ნებდებიან"

ბულგარეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გეორგი ივანოვმა საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ (0:0) ისაუბრა. როგორც ბულგარელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მისი ფეხბურთელების მადლიერია, რადგან მათ თავგანწირვით ითამაშეს და კმაყოფილია.

„საქართველოსთან პირველი მატჩის წაგების შემდეგ პირველი ადგილის დაკავებაზე ვერ ვიფიქრებდით. იმის გათვალისწინებით, რომ შეტევაში ბევრი წამყვანი მოთამაშე გვაკლდა ტრავმების გამო, ეს ტაქტიკა გამოვიყენეთ, ვცდილობდით თავი დაგვეცვა და კონტრშეტევაზე შანსი გამოგვეყენებინა. მადლობა ფეხბურთელებს თავდადებისთვის, ყველა დავალების შესრულებისთვის. მათ აჩვენეს, რომ კაცები არიან, რადგან გულშემატკივრის მხრიდან ძალიან ბევრი ბინძური კრიტიკა მიიღეს.

ჩვენ გვყავს იომოვი, ნედელევი, იანკოვი, დესპოდოვი - ფეხბურთელები, რომლებიც შეტევაში ხარისხს გვმატებენ და დღეს არცერთი მათგანი იყო. ამ სიტუაციაში მაქსიმუმი გავაკეთეთ. მათ ყველას აჩვენეს, რომ არ ნებდებიან, თითოეული საინტიმეტრისთვის იბრძოდნენ და ამით კმაყოფილი ვარ. თუმცა, სამომავლოდ ნაკრებში ბევრი რამ შეიცვლება. მაქვს მოლაპარაკებები ფედერაციის პრეზიდენტ მიხაილოვთან და ერთად გადავწყვეტთ, რა არის ეროვნული ნაკრებისთვის საუკეთესო“, - თქვა ივანოვმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ოთხი ტურის შემდეგ მეოთხე ჯგუფში 10 ქულით პირველი ადგილი უკავია და მომდევნო შეხვედრას 23 სექტემბერს, თბილისში კონკურენტ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან გამართავს, რომელმაც დღეს გიბრალტარი იოლად დაამარცხა და 7 ქულით მეორე ადგილზეა.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული არ დამარცხებულია. ეს შესანიშნავი სერია 9 მატჩს ითვლის - 7 მოგება, 2 ფრე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110792