საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია „ვირტუს ბოლონიაში“ დარჩება. Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.
შენგელია ბოლონიურ გუნდს მარტში შეუერთდა და კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა, მაგრამ მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებას 2 წლით განაახლებენ და შესაბამისად, თორნიკე ისევ იტალიურ გუნდში ითამაშებს.
შენგელია „ვირტუსის“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურამ მალევე იქცა და გუნდის ლიდერია. მან ბოლონიელებთან ერთად უკვე მოიგო ევროთასი, ხოლო გარდა ამისა, მისი გუნდი სერია A-ს ფინალშია, სადაც „ოლიმპია მილანოს“ ხვდება და სერიაში ანგარიში თანაბარია - 1:1.