ფეხბურთი

18:36 | 12.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ბულგარეთთან ცნობილია

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონის მეოთხე ტურში ბულგარეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

მატჩის დაწყებამდე საათზე ცოტა მეტი რჩება და უკვე ცნობილია, გუნდების ძირითადი შემადგენლობები. ვილი სანიოლმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ბოლო მატჩის შემდეგ სასტარტოში როტაცია ისევ მოახდინა და შვიდი ცვლილება განახორციელა.

საქართველო (3-4-2-1): ლორია - დვალი, კაშია, ხოჭოლავა; ლობჟანიძე, მექვაბიშვილი, კვეკვესკირი, აზაროვი; ყაზაიშვილი, კვარაცხელია; მიქაუტაძე.

ბულგარეთი (4-4-2): მიხაილოვი; ტურისტოვი, ჩორბაჯისკი, გალაბოვი, ნედიალკოვი; მინჩევი, კოსტადინოვი, მილანოვი, კრაევი; ა. ილიევი, სტეფანოვი

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებთა მატჩი "დინამო არენაზე", 20:00 საათზე გაიმართება. საქართველოს ნაკრები C დივიზიონის მეოთხე ჯგუფს სამი ტურის შემდეგ 9 ქულით ლიდერობს, ჩრდილოეთ მაკედონიას 4 ქულა აქვს, ბულგარეთს 2, ხოლო გიბრალტარს - 1. ჯგუფის გამარჯვებული მომდევნო სეზონში B დივიზიონში თამაშის უფლებას მოიპოვებს და გარდა ამისა, ევრო 2024-ის პლეი-ოფში გავა. საქართველოს ნაკრებს 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (7 მოგება, 1 ფრე).

0.119303