ფეხბურთი

0:47 | 12.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისი იტალიას დაუზავდა

ერთა A ლიგის მე-3 ჯგუფის მესამე ტურის მატჩში ინგლისის ნაკრებმა იტალიისას უმასპინძლა და უგოლოდ დაშორდა.

თამაში ვულვერჰემპტონის „მოლინიუს“ თითქმის ცარიელ სტადიონზე ჩატარდა, რადგან უეფამ ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ორი მატჩით დასაჯა. შარშან, ევრო 2020-ის ფინალური შეხვედრის დროს „უემბლიზე“ მასპინძელი გულშემატკივრების უმსგავსო ქცევის გამო.

ამჯერად ტრიბუნებზე მხოლოდ 13-წლამდელი მოსწავლეები დაუშვეს, რომლებსაც უფასოდ ეკუთვნით დასწრენა. ასეთია უეფას რეგულაცია.

ევრო 2020-ის ფინალი ვახსენეთ და სწორედ იტალიელებმა დაამარცხეს მაშინ ინგლისელები.

ახლა თითქოს ყველა რევანშს ელოდა, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. საერთოდ დიდი გუნდები ერთა ლიგის გათამაშებას მაინცდამაინც არ წყალობენ და ამჯერადაც ასე იყო. ფეხბურთელებს მხოლოდ ხანდახან ახსენდებოდათ, რომ უნდა შეეტიათ. დანარჩენი დრო ბურთს აქეთ-იქით აგორებდნენ.

ამავე ჯგუფში გერმანია უნგრეთს სტუმრად, ბუდაპეშტის გადაჭედილ „პუშკაშ არენაზე“ დაუზავდა (1:1).

ახლა ჯგუფს იტალია ლიდერობს 5 ქულით. 4-ქულიანი უნგრეთი მეორე ადგილზეა. გერმანიას 3 ქულა მოუგროვდა და მესამე პოზიციაზე დგას. 2-ქულიანი ინგლისი კი ბოლოა.

0.121078