ფეხბურთი

23:16 | 11.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ „ბარსელონას“ ლევანდოვსკის შეეცილება

„პარი სენ-ჟერმენი“ მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის გადაბირებას ცდილობს, მას კი „ბარსელონას“ უკავშირებენ - გვამცნობს L'Equipe.

წყროს ინფორმაციით, პარიზული კლუბის ახალი სპორტული დირექტორი, ლუის კამპოსი, აქტიურად ჩაერთო პოლონელის ტრანსფეროს საკითხში. მისი მიზანი ძირითადად ფრანგი ფეხბურთლების მიზიდვა ყოფილა, თუმცა ლევანდოვსკი გამონაკლისია.

კამპოსს პარიზელთა ვარსკვლავური შემტევი ტრიოსთვის (მესი, ნეიმარი, მბაპე) მეოთხე მოთამაშის დამატებაც უნდა. ეს მისია არგენტინელმა იკარდიმ გასულ სეზონში მთლად კარგად ვერ შეასრულა და თუ ლევანდოვსკი იყიდეს, მანამდე ალბათ იკარდის გაყიდიან.

გამოცემა იმასაც წერს, რომ პსჟ ბოლო წლებში არაერთხელ ცდილობდა პოლონელი ფორვარდის შეძენას, მაგრამ „ბაიერნი“ უარზე იყო. ახლა კი ცნობილია, რომ რობერტი ბავარუიულ კლუბში აღარ დარჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110216