ფეხბურთი

22:50 | 11.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

რიშარლისონს „ტოტენჰემი“ უხმობს

„ევერტონის“ შემტევმა, რიშარლისონმა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს. 25 წლის ბრაზილიელით „ტოტენჰემი“ დაინტერესდა - გვამცნობს Daily Mail.

წყაროს ცნობით, მერსისაიდელები რიშარლისონში 60 მილიონ ევროს ითხოვენ. „დეზების“ ხელმძღვანელები უკვე საუბრობენ ფეხბურთელის წარმომადგნლებთან.

რიშარლისონი „ევერტონში“ 2018 წლიდან თამაშობს, სადაც „უოტფორდიდან“ გადავიდა 39 მილიონ ევროდ.

გასულ სეზონში მან „ევერტონის“ მაისურით 33 მატჩი ჩაატარა, 11 ბურთი გაიტანა და ხუთი საგოლე პასი შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106897