ფეხბურთი

21:52 | 11.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიის ნაკრების მეკარე „ფულემში“ გადადის

გერმანიის ნაკრებისა და „არსენალის“ მეკარე, ბერნდ ლენო, დიდი ალბათობით, კარიერას „ფულემში“ გააგრძელებს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი დევიდ ორნშტეინი.

წყაროს ინფორმაციით, პრემიერლიგაში დაბრუნებული „ფულემის“ ხელმძღვანელობა უკვე დაუკავშირდა 30 წლის მეკარის წარმომადგენლებს. თავად ფეხბურთელს ლონდონში დარჩენა სურს.

ლენო „არსენალში“ 2018 წლიდან თამაშობს, სადაც ლევერკუზენის „ბაიერიდან“ გადავიდა 25 მილიონ ევროდ. „მეთოფეებთან“ მის კონტრაქტს ვადა გაისად 30 ივნისს ეწურება.

0.112526