აზერბაიჯანის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლის მიწურულს, „ფერარის“ შარლ ლეკლერმა შესანიშნავი დრო, წუთი და 41.359 წამი დააფიქსირა და კვირის რბოლას, მოწინავე პოზიციიდან დაიწყებს. ლეკლერს 0.282 წამით ჩამორჩა „რედ ბულის“ სერხიო პერესი, რომელმაც ბოლო ცდაზე ჩამოიტოვა თავისი მსოფლიო ჩემპიონი თანაგუნდელი მაქს ფერსტაპენი.
ამგვარად, ლეკლერმა ზედიზედ მეოთხე, მიმდინარე სეზონში კი მეექვსე პოული (8 ეტაპზე) მოიპოვა. 24 წლის მონაკოელი პირველი მრბოლია, ვინც ბაქოს ტრეკზე, ზედიზედ ორჯერ მოიგო საკვალიფიკაციო რბოლა. თუ კვირასაც გაიმარჯვებს, ის გახდება პირველი, ვინც აზერბაიჯანის დოდ პრიზს ერთზე მეტჯერ მოიპოვებს.
„ვფიქრობდი, რომ აქ რედ ბული უფრო ძლიერი იქნებოდა. მაგრამ ბოლო ცდაზე ყველაფერი კარგად გამომივიდა და ამან მომაგებინა“, - განაცხადა ლეკლერმა, ვისაც კარიერაში უკვე 15 პოულ პოზიცია აქვს მოპოვებული.
მრთლაც, კვალიფიკაციის პირველ ორ ნაწილში, ყველაზე სწრაფები ფერსტაპენი და პერესი იყვნენ. მაგრამ ბოლო ნაწილში, პერესი ძრავთან დაკავშირებულ პრობლემებს უჩიოდა. ფერსტაპენმა კი გუნდს რადიოთი აცნობა, რომ ფერარის პილოტებთან საბრძოლველად, სიჩქარე არ ჰყოფნის.
აზერბაიჯანის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
- შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1'41.359
- სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 0.282
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 0.347
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 0.455
- ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1.353
- პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1.486
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1.565
- იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1.697
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1.732
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 1.814
- ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 2.039
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 2.215
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 2.226
- გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 2.431
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 3.085
- კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 3.284
- ალექს ელბონი (ტაილანდი, უილიამსი) 3.360
- ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 4.008
- ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 4.012
- მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 4.416