ფეხბურთი

20:21 | 11.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონას“ პრეზიდენტი დემბელეს ტრანსფერზე: „მან ჩვენი წინადადება არ მიიღო“

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, გუნდის თავდამსხმელის, უსმან დემბელეს შესახებ ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„დემბელეს დიდი ხანია ჩვენგან შეთავაზება აქვს. ახლახან ისევ ვცადეთ მისი გადარწმუნება, კიდევ შევთავაზეთ დარჩენა, მაგრამ მან ის არ მიიღო. ამაზე პასუხი არ გვაქვს.“ - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Sport.es.

25 წლის დემბელეს კატალონიურ კლუბთან კონტრაქტის ვადა წლეულს, 30 ივნისს ეწურება. ბრიტანული ტაბლოიდები წერენ, რომ დემბელეს „ჩელსიში“ გადასვლა სურს, რომელსაც ტომას ტუხელი წვრთნის. ისინი ერთად მუშაობდნენ დორტმუნდის „ბორუსიაში.“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114731