ფეხბურთი

17:15 | 11.06.2022 | ნანახია 0 - ჯერ

ოფიციალურად: ჯიმი ტაბიძე ბელგიის ჩემპიონატში ითამაშებს

ქართველი ფეხბურთელი ჯიმი ტაბიძე კარიერას „კორტრაიკში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად ბელგიური კლუბის ვებგვერდმა დაადასტურა. ტაბიძე ბელგიელთა რიგებში 3-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

26 წლის მცველი ბოლოს „უფაში“ თამაშობდა, რომელიც უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ დატოვა და ბელგიელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ჯიმი „უფაში“ 2017 წლიდან ირჯებოდა, ხოლო მანამდე „ურალისა“ და „საბურთალოს“ წევრი იყო.

ჯიმი ტაბიძეს, რომელსაც საქართველოს ნაკრებში 14 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, სერიოზული ტრავმა ჰქონდა, რის გამოც ბოლო დროს ვილი სანიოლის სიაში არ მოხვედრილა, თუმცა ახალი სეზონისთვის მზად იქნება და ფრანგი სპეციალისტის რჩეულთა შორის მოხვედრის შანსიც ექნება.

შეგახსენებთ, „კორტრაიკმა“ გასულ სეზონში ბელგიის იუპილერ ლიგაში 37 ქულით მე-13 ადგილი დაიკავა. ბელგიური კლუბის რიგებში 19 წლის ქართველი ნახევარმცველი ცოტნე ბენდიაშვილიც ირიცხება, რომელმაც გასულ სეზონში ბელგიის ჩემპიონატში ერთხელ ითამაშა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:04 | 09.02.2019
jerar-toria-liverpool (112)

ეს ორივე თამაში დღევანდელი დღესავით მახსოვს,მორიენტესის ვენდეტა,უბრალოდ შურისძიება მაგას ერქვა,გოლებიც ხო გაიტანა,საგოლე პასებიც ხოგააკეთა და რაც არასოდეს გაუკეთებია ართმევებიც ქონდა და სად?ცენტრში.კითხურის ხაზიდან გაკეთებული საგოლე გადაცემა უკანა ფეხით რომელიც მერე მორიენტესის ფინთად მონათლეს,უბრალოდ რა ლამაზი საყურებელი იყო მაშინ ფეხბურთი და რა სანახაობა

03:44 | 09.02.2019
ORTEGA (80)

ესპანეთის ნაკრებს მაშინ მაგარი თავდასხმა ყავდა მორიენტესი რაული ტრისტანი ეჩებერია

03:28 | 09.02.2019
jorkaifi (305)

მორო მაგარი იყოო ... მე როგორც მახსივს სახშიც გააკეთა საგოლე პასი და გასვლაზეც და რატო არ გიწერიათ მარტომ გამოაგდო თითქმის მაშინ რეალი ... )))

0.10714