სხვა

17:42 | 11.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფიური შესაძლოა ჯოშუასა და უსიკს შორის გამარჯვებულს შეხვდეს

მძიმე წონაში WBC-ს საჩემპიონო სარტყელის მფლობელი ტაისონ ფიური პერიოდულად იმეორებს, რომ კარიერა დაასრულა და დაბრუნებას არ აპირებს. მაგრამ „დეილი მეილი“ ირწმუნება, რომ ასე არაა და ბრიტანელი მზადაა, თანამემამულე ენტონი ჯოშუასა და უკრაინელ ოლეკსანდრ უსიკს შორის გამარჯვებულს შეხვდეს.

ფიურიმ აპრილში უემბლის სტადიონზე, ნოკაუტით მოუგო ტიტულის მოცილე ბრიტანელ დილიან უაითს და მაშინვე განაცხადა, რომ ხელთათმანებს ლურსმანზე კიდებს. ოღონდ, თავის ტიტულზე ოფიციალურად უარი არ უთქვამს. სხვათა შორის, ფიურის მეუღლე პარისს ნათქვამი აქვს, რომ ტაისონი მხოლოდ ტიტულების გამაერთიანებელი ბრძოლისთვის თუ დაბრუნდება.

უსიკმა გასულ სექტემბერში, ლონდონის ტოტენჰემ ჰოტსპურის სტადიონზე, ჯოშუა დაამარცხა და მას WBA-ის, WBO-ის, IBF-ის და IBO-ის ტიტულები ჩამოართვა. ჯოშუამ კი ისარგებლა კონტრაქტში არსებული უფლებით და რემატჩი მოითხოვა.

ჯოშუას პრომოუტერი ედი ჰერნი თებერვალში ამბობდა, რომ რემატჩი მაისში უნდა გამართულიყო. მაგრამ შემდეგ ვადამ გადაიწია, რადგან უსიკი სამშობლოში დაბრუნდა და ტერიტორიული თავდაცვის რიგებში ჩაეწერა. მაგრამ ის უკვე დაუბრუნდა სავარჯიშო ბანკს და მომავალი ბრძოლისთვის ემზადება.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.119356
სარეკლამო ადგილი - 99
X x X