ფრანგული მედია გუშინ წერდა, რომ ზინედინ ზიდანი „პარი სენ ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი გახდებოდა, მაგრამ დღეს ესპანურ მედიაში საპირისპირო ცნობა გავრცელდა.
ზიდანმა პსჟ-ს გაწვრთნაზე უარი თქვა. როგორც ცნობილი გახდა, ფრანგი სპეციალისტის მიზანი საფრანგეთის ნაკრებში მუშაობაა და მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებას ელოდება, რომ შემდეგ დიდიე დეშამის ადგილის დაკავება მოახერხოს.
მიუხედავად იმისა, რომ პარიზელებმა ზიდანს სარფიანი შეთავაზება გაუკეთეს, 49 წლის სპეციალისტი თავისი იდეის ერთგული რჩება საფრანგეთის ნაკრების გაწვრთნასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანს მთავარ მწვრთნელად აქამდე მხოლოდ მადრიდის „რეალში“ აქვს ნამუშევარი, თუმცა ძალიან წარმატებით და სხვა ტიტულებთან ერთად სამჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.