ფეხბურთი

15:51 | 11.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "რეალმა" ორელიენ ჩუამენი დაიმატა

საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი ორელიენ ჩუამენი კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ესპანური გრანდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ჩუამენმა „რეალთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა, ხოლო არაოფიციალური ინფორმაციით, მისი ტრანსფერის ღირებულებამ 100 მილიონი ევრო შეადგინა.

ფრანგ ფეხბურთელს 14 ივნისს, სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ წარადგენენ.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა კარიერა „ბორდოში“ დაიწყო, 2019 წლიდან კი „მონაკოს“ წევრი იყო, რომელიც მაისურით 95 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა. ჩუამენის საფრანგეთის ნაკრებში 11-ჯერ უთამაშია და თავი ერთხელ გამოიჩინა.

0.119498