თბილისში, ბულგარეთის ნაკრების ავტოავარიის შედეგად დაშავებულ ფეხბურთელს, ტოდორ ნედელევს ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც ბულგარული მედია წერს, მინის ნამსხვრევების გამო ნედელევს თავი დაუზიანდა და ქირურგიული ჩარევა აუცილებელი გახდა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ „ბოტევის“ ნახევარმცველი 1 კვირა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება.
როგორც ცნობილი გახდა, მის სრულად გამოჯანმრთელებას 3 თვე დასჭირდება და მოედანზე დაბრუნების მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს.
შეგახსენებთ, ბულგარეთის ნაკრები აეროპორტიდან სასტუმროში ბრუნდებოდა, როდესაც გვირაბში მათი დელეგაციის ორი ავტობუსი ერთმანეთს დაეჯახა. სერიოზულად მხოლოდ ნედელევი დაშავდა, რომელიც წინა ავტობუსის უკანა სავარძელზე იჯდა, სადაც შეჯახება ყველაზე ძლიერი იყო.
საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებთა მატჩი 12 ივნისს, „დინამო არენაზე“, 20:00 საათზე გაიმართება და მატჩის გადადების საფრთხე არ არსებობს.