კალათბურთი

11:00 | 11.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

შეუდარებელი სტეფ კარი! "გოლდენ სტეიტმა" ფინალში ანგარიში გაათანაბრა (+VIDEO)

„გოლდენ სტეიტმა“ NBA-ს ფინალურ სერიაში „ბოსტონს“ „მედისონ გარდენზე“ მოუგო, სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა დაიბრუნა.

სტივ კერის გუნდის გამარჯვება სტეფ კარის დამსახურებაა, რომელმაც უბრალოდ ფანტასტიკური თამაში ჩაატარა. „უორიორზის“ ვარსკვლავმა 41 წუთში 43 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი მიითვალა, რითაც გამარჯვებაში ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა. შედარებისთვის კარის 43 ქულის შემდეგ შეხვედრაში საუკეთესო შედეგი 23 ქულა იყო, რომელიც ჯეისონ ტეიტუმის აქტივშია. „ბოსტონის“ ლიდერმა ამ 23 ქულას 11 მოხსნა და 6 პასი დაამატა.

„ბოსტონი“ პირველი ტაიმის შემდეგ იგებდა, მაგრამ მერე „გოლდენ სტეიტი“ შეუჩერებელი გახდა. მეტწილად, ბოლო პერიოდში, რომელიც „მეომრებმა“ 9 ქულით მოიგეს და საბოლოოდ, 107:97 იმარჯვეს.

ამრიგად, სერიაში ანგარიში 2:2 გახდა. მომდევნო მეხუთე მატჩი კი 14 ივნისს, „გოლდენ სტეიტის“ დარბაზში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112323