ფეხბურთი

23:07 | 10.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიოს ბეილის "რომაში" გადაბირება სურს

გარეთ ბეილი „რომას“ დაუკავშირეს. ესპანური მედიის ცნობით, ჟოზე მოურინიო უელსელი ფეხბურთელის გადაბირებით პირადაა დაინტერესებული.

ბეილსა და პორტუგალიელ მწვრთნელს ერთად „ტოტენჰემში“ უმუშავიათ. გარეთმა მადრიდის „რეალი“ დატოვა და ამჟამად თავისუფალი აგენტია. აღსანიშნავია, რომ უარყო ინფორმაცია, რომ „ხეტაფეში“ გადასვლას აპირებს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ დაუკავშირეს.

შეგახსენებთ, რომ გარეთ ბეილმა „რეალში“ 9 წელი გაატარა, ხოლო მანამდე ლონდონის „ტოტენჰემსა“ და „საუთჰემპტონში“ ირჯებოდა.

0.116506