„ვალენსიას“ მეკარეების მწვრთნელი ხოსე მანუელ ოჩოტორენა ჯენარო გატუზოს სტაფთან ერთად იმუშავებს.
მიუხედავად იმისა, რომ იტალიელი სპეციალისტი „მესტალიაზე“ თავისი სტაფით ჩავიდა, რომელთა შორის მეკარეების მწვრთნელი რობერტო პერონეც შედის. მიუხედავად ამისა, გატუზომ გადაწყვიტა, რომ სამსახურიდან ოჩოტორენა არ გაუშვას, რომელიც „ვალენსიაში“ 2007 წლიდან მუშაობს და მწვრთნელების ხშირი ცვლის მიუხედავად, დღემდე კლუბშია.
გამოცდილი ესპანელი სპეციალისტი გიორგი მამარდაშვილის შესაძლებლობებს კარგად იცნობს და მისი კლუბში დარჩენა, შესაძლოა ქართველისთვის ძალიან კარგის ნიშანი იყოს.
შეგახსენებთ, რომ „ვალენსიას“ მთავარ მწვრთნელად ჯენარო გატუზო ოფიციალურად 9 ივნისს დაინიშნა და ესპანურ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.