ფეხბურთი

17:53 | 10.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ზინედინ ზიდანი პსჟ-ს მწვრთნელი გახდება

ზინედინ ზიდანი დიდი ალბათობით, „პარი სენ ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი გახდება. ამის შესახებ ფრანგული მედია იტყობინება.

RMC Sport-ის ცნობით, მხარეებმა შეთანხმებას ყველა დეტალზე მიაღწიეს და ინფორმაციას მხოლოდ ოფიციალური დასტური აკლია, რაც უახლოეს ხანებშია მოსალოდნელი. ჯერჯერობით ზიდანის კონტრაქტის დეტალები უცნობია.

შესაბამისად, პსჟ-ს დატოვებს მაურისიო პოჩეტინო, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანს მთავარი მწვრთნელის რანგში მხოლოდ მადრიდის „რეალში“ აქვს ნამუშევარი, თუმცა ძალიან წარმატებით, რადგან ესპანურ გრანდს სხვა ტიტულებთან ერთად სამჯერ ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.

0.113195