ფეხბურთი

15:20 | 10.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს

„პარი სენ ჟერმენს“ ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს - ლუის კამპოსი. ფრანგულმა კლუბმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

კამპოსმა სახელი „მონაკოსა“ და „ლილში“ მუშაობით გაითქვა. აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში, როცა იქ მუშაობდა, ეს კლუბები საფრანგეთის ჩემპიონები გახდნენ - „მონაკო“ 2017 წელს და „ლილი“ 2021 წელს.

კამპოსმა ლეონარდოს ადგილი დაიკავა. ბრაზილიელი პარიზელებმა დაახლოებით ერთი თვის წინ დაითხოვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135885