საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მერვე წაუგებელი მატჩი ჩაატარა, საიდანაც 7 მოიგო და ამჯერად სკოპიეში, ჩრდილოეთ მაკედონია 3:0 დაამარცხა. ერთა ლიგის C დივიზიონის მეოთხე ჯგუფის მესამე ტურის გამართულ შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელებმა შესანიშნავად ითამაშეს, რაზეც სხვადასხვა ვებგვერდების მიერ გაკეთებული შეფასებებიც ადასტურებს.
Whoscored-ის მიხედვით საუკეთესო ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელმაც 8.5 ქულა დაიმსახურა. ყველა ფეხბურთელის შეფასება კი ასეთია:
გიორგი მამარდაშვილი - 7.4 ქულა
სოლომონ კვირკველია - 7.2
გურამ კაშია - 7
დავით ხოჭოლავა - 7.1
ოთარ კაკაბაძე - 6.8
ნიკა კვეკვესკირი - 7.8
გიორგი აბურჯანია - 6.3
გიორგი წიტაიშვილი - 7.3
ზურიკო დავითაშვილი - 7.6
ბუდუ ზივზივაძე - 7.4
ხვიჩა კვარაცხელია - 8.5
ოთარ კიტეიშვილი - 7.6
საბა ლობჟანიძე - 6.3
გიორგი მიქაუტაძე - 6.1
ვლადიმერ მამუჩაშვილი - 6.1
ქართველი ფეხბურთელების თამაში კიდევ ერთმა სტატისტიკურმა ვებგვერდმა Sofascore-მ შეაფასა, რომლის შედეგები ასეთია:
გიორგი მამარდაშვილი - 7.6 ქულა
სოლომონ კვირკველია - 7.3
გურამ კაშია - 7
დავით ხოჭოლავა - 7.3
ოთარ კაკაბაძე - 6.4
ნიკა კვეკვესკირი - 7.2
გიორგი აბურჯანია - 6.5
გიორგი წიტაიშვილი - 7.4
ზურიკო დავითაშვილი - 7.1
ბუდუ ზივზივაძე - 7.4
ხვიჩა კვარაცხელია - 7.6
ოთარ კიტეიშვილი - 7.9
საბა ლობჟანიძე - 6.7
გიორგი მიქაუტაძე - 6.5
ვლადიმერ მამუჩაშვილი - 6.5
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები C დივიზიონის მეოთხე ჯგუფს სამი ტურის შემდეგ 9 ქულით ლიდერობს, ჩრდილოეთ მაკედონიას 4 ქულა აქვს, ბულგარეთს 2, ხოლო გიბრალტარს - 1. ჯგუფის გამარჯვებული მომდევნო სეზონში B დივიზიონში თამაშის უფლებას მოიპოვებს და გარდა ამისა, ევრო 2024-ის პლეი-ოფში გავა. საქართველოს ნაკრებს 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (7 მოგება, 1 ფრე), ხოლო მომდევნო შეხვედრას თბილისში, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.