ფეხბურთი

2:49 | 10.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელია: "დაკარგული ამ გამარჯვებით არ დაბრუნებულა, მაგრამ რევანში საჭირო იყო"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამარჯვების (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, რევანში საჭირო იყო, მიუხედავად იმისა, რომ ამ გუნდის წინააღმდეგ დაკარგული ამ გამარჯვებით არ დაბრუნებულა.

„პირველ რიგში ყველას ვულოცავ გამარჯვებას. რა თქმა უნდა, იყო რევანშის სურვილის ნაპერწკალი, რადგან რაღაც გვაქვს ამ გუნდთან დაკარგული, ამ გამარჯვებით შეიძლება ის ვერ დავიბრუნეთ, მაგრამ რევანში საჭირო იყო. გავიმარჯვეთ, წინ მივდივართ, რათა რომ დაკარგული ნამდვილად დავიბრუნოთ.

საქართველოში როცა ვთამაშობთ, დამატებითი მოტივაცია საჭირო არა, რადგან ქართველი გულშემატკივარი გვიქმნის მოტივაციას, საოცარი ატმოსფეროს იქმნება და ველოდებით, რომ ბულგარეთთანაც იგივე მოხდება. მართლა გულით მინდა ვთქვა, რომ ძალიან მაგარი ადამიანები არიან, არა მარტო ვინც ჩამოვიდა, არამედ ვინც სახლიდან გვქომაგობდა. ამხელა გზაზე რომ ჩამოვიდნენ, ჩვენთვის დიდი მოტივაცია იყო და დავუფასეთ კიდეც, მოვიგეთ და ბულგარეთთან კიდევ ერთხელ შევხვდებით და მათ გახარებას ისევ ვეცდებით“, - თქვა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები C დივიზიონის მეოთხე ჯგუფს სამი ტურის შემდეგ 9 ქულით ლიდერობს, ჩრდილოეთ მაკედონიას 4 ქულა აქვს, ბულგარეთს 2, ხოლო გიბრალტარს - 1. ჯგუფის გამარჯვებული მომდევნო სეზონში B დივიზიონში თამაშის უფლებას მოიპოვებს და გარდა ამისა, ევრო 2024-ის პლეი-ოფში გავა. საქართველოს ნაკრებს 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (7 მოგება, 1 ფრე), ხოლო მომდევნო შეხვედრას თბილისში, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

სოფო ერქვანია WORLDSPORT.GE-სთვის სკოპიედან

0.138214