ავტოსპორტი

2:42 | 10.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

სებასტიან ოჟიე ლე მანზე „ტოიოტას“ ჰიპერქარით მონაწილეობას აპირებს

რალიში მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონი, ფრანგი სებასტიან ოჟიე, ამ უქმეებზე პირველად იასპარეზებს ლე მანის 24-საათიან რბოლაში. ის „რიჩარდ მილე რეისინგის“ მანქანით, LMP2 კლასში გამოვა. კვალიფიკაციის შედეგების შესაბამისად, მისი ეკიპაჟი სტარტს თავის კლასში მეშვიდე პოზიციიდან აიღებს.

ოჟიე ამბობს, რომ WEC-ის (გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატი) მიმდინარე სეზონში მონაწილეობა, მას გამოცდილების მისაღებად სჭირდება. ის მომავალი წლის ლე მანისთვის ემზადება, რომელშიც უმაღლეს, ჰიპერქარების კლასში, „ტოიოტას“ საქარხნო გუნდის მანქანით იასპარეზებს.

„საიდუმლო არაა, რომ ეს რიჩარდ მილესთან ერთად შემუშავებული ჩვენი პროექტის ნაწილია. ზოგიერთ დეტალში დარწმუნებული არ ვარ და მათზე მოლაპარაკება მოგვიწევს. მოგვიწევს ჩემი სიჩქარის გათვალისწინება და ბიუჯეტის საკითხებზე მსჯელობა. თუმცა ახლავე ვიცი, რომ გადაწყვეტილებას მალე მივიღებთ, რადგან მზადბა ახლავე უნდა დავიწყოთ“, - ამბობს ოჟიე, ვინც WRC-ს (რალის მსოფლიო ჩემპიონატი) მერვე ტიტული სწორედ „ტოიოტასთან“ ერთად მოიპოვა და ამ კომპანიის შეფ აკირო ტოიოდასთან ახლო ურთიერთობა აქვს.

„ტოიოტა“ ამ საკითხზე კომენტარებს არ აკეთებს. თუმცა ცნობილი, რომ იაპონური კომპანია კომენტარების საკითხში ყოველთვის კონსერვატიულ პოზიციას იკავებს ხოლმე.

„ტოიოტა გაზუუ რეისინგ იუროპის“ ტექნიკური დირექტორი პასკალ ვასელონი ამბობს, რომ მომავალ სეზონში მესამე ეკიპაჟის გამოყვანასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. თუმცა ის განხილვის ეტაპზეა.

ოჟიემ „ტოიოტას“ ჰიპერ ავტომობილ „GR010 ჰაიბრიდით“ ტესტებში მონაწილეობა ნოემბერში მიიღო და იაპონურ კომპანიასთან მოლაპარაკებაც მალევე დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111254