ჩოგბურთი

23:15 | 9.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი შტუტგარტის ტურნირს გამოეთიშა

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი შტუტგარტის ტურნირს მერვედფინალში გამოეთიშა.

რეიტინგის 26-ე ნომერი ბასილაშვილი ტურნირზე მეხუთე ნომრად იყო განთესილი, მარცხი კი გამოცდილ ბერძენ ნიკ კირიოსთან განიცადა, რომელიც რეიტინგში 78-ე ადგილზეა.

პირველი სეტი ბასილაშვილმა 7:6 მოიგო, ყველაფერი ტაიბრეიკზე გადაწყდა, რომელშიც ნიკოლოზმა 7:4 იმარჯვა და დაწინაურდა. თუმცა, ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, რადგან ჯერ მეორე სეტი დათმო (4:6), მერე კი გადამწყვეტი მესამე სეტიც წააგო (3:6), ამრიგად, ასპარეზობას გამოეთიშა.

ბასილაშვილმა 17 ეისი მიითვალა და ოთხჯერ ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო კირიოსმა 20 ეისი შეასრულა და 1 ორმაგი შეცდომა ჰქონდა. თამაში საათსა და 53 წუთს გაგრძელდა.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლო ბასილაშვილმა შტუტგარტის ტურნირის 1/16 ფინალში იტალიელი ლორენცო მუზეტი დაამარცხა.

0.124849