ფეხბურთი

19:31 | 9.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" სტერლინგით დაინტერესდა

ლონდონის „ჩელსი“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს და the Telegraph-ის ინფორმაციით, „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელ რაჰიმ სტერლინგით დაინტერესდა.

ინგლისელ შემტევს „სიტისთან“ კონტრაქტი 2023 წელს ეწურება და პეპ გვარდიოლასთვის ხელშეუხებელი ფეხბურთელი არ არის, რაც ზრდის იმის შანსს, რომ კლუბი მიმდინარე ზაფხულს დატოვოს. ჯერჯერობით, ლონდონელთა შეთავაზების დეტალები უცნობია.

რაჰიმ სტერლინგი „ლივერპულის“ აღზრდილია, გასულ სეზონში კი ყველა ტურნირზე ჩატარებულ 46 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი მიითვალა. აღსანიშნავია, რომ სტერლინგის „ჩელსის“ გარდა, ლონდონის „არსენალსაც“ უკავშირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112815